ვინიცაში აიკრძალა რუსულენოვანი მუსიკისა და წიგნების საჯარო გამოყენება
"სიმბოლურია, რომ სხდომამ ეს გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს – უკრაინული დამწერლობისა და ენის დღეზე მიიღო. ამ საკითხებზე კომპრომისი არ შეიძლება. ომმა დაამტკიცა, რომ მეტყველება მნიშვნელოვანია", -წერს მორგუნოვი ტელეგრამის არხში.
ლვოვში "რუსულენოვანი კულტურული პროდუქტის" აკრძალვა 2018 წლიდან მოქმედებს. 2023 წლის ივნისში ქალაქში მოხდა შემთხვევა, როდესაც მოზარდმა ქუჩაში ვიქტორ ცოის სიმღერა შეასრულა. კანონის დარღვევაზე რეაგირება მოახდინა სახალხო დეპუტატმა ნატალია პიპამ, რომელმაც მოუწოდა ახალგაზრდას შეეწყვიტა რუსულენოვანი მუსიკოსის სიმღერების შესრულება. მაგრამ მოზარდი დეპუტატს სიტყვიერად დაუპირისპირდა. შედეგად, მოზარდი პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მასთან აღმზრდელობით საუბარი გაიმართა.
ივლისში მსგავსი შეზღუდვები შემოიღეს დედაქალაქ კიევსა და კიევის რეგიონში. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წიგნების და სხვა საგამომცემლო პროდუქტების უკრაინაში იმპორტსა და გავრცელებას.
