Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

0
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს, 5 დეკემბერს, ოთხდღიან ვიზიტს იწყებს.

შეხვედრები დაგეგმილია უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

დელეგაციაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

 

ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა. წერილში ნათქვამია, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.

ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობა  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის საკითხს, არამედ გაფართოების მთელ პაკეტს.

ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო.

ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა.

რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, "დიდი ალბათობით, მომავალ კვირას 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით".

და თუკი უკრაინის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ეს საქართველოზეც იქონიებს გავლენას: "საქართველოს კანდიდატის სტატუსი რისკის ქვეშაა. უკრაინა გორდიას კვანძია. თუკი უკრაინისთვის მწვანე შუქი არ აინთება მომავალ კვირას, არც სხვებისთვის აინთება, მათ შორის თბილისისთვის", - ამბობს იოზვიაკი.

„[ევროკავშირის] გაფართოება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ წვლილს მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.

ეს არის მამოძრავებელი ძალა ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად და ხელი უნდა შეუწყოს ღირებულებებს, რასაც კავშირი ეფუძნება.

რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს“, - წერია დოკუმენტში, რომელიც, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ.

უკრაინისა და მოლდოვის თავებში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის პროგრესი რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საქართველოს კი საბჭო მოუწოდებს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.

"გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил жителей Москвы с Днём России





Москва

Стал известен список мест для празднования Курбан-байрама в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Борис

Борис Ханчалян посетит мультиформатный фестиваль в честь Дня России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Подмосковные атлеты выиграли 7 медалей на Мемориале братьев Знаменских

Крупный строительный кластер возведут у поселка Спортбазы в ТиНАО

В районе Вороново появится новый крупный стройкластер


Ролан Гаррос

Испанец Карлос Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зеленский исключил возможность компромиссов с Россией



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России