Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

ამერიკელი სენატორების წინაშე ზელენსკის გამოსვლა არ შედგა

0
ამერიკელი სენატორების წინაშე ზელენსკის გამოსვლა არ შედგა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლა, რომელიც 5 დეკემბერს, კიევის დროით 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ზელენსკის ამერიკელი სენატორებისთვის ონლაინ უნდა მიემართა იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებს, კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობის გამო, ამ დრომდე არ გადაუწყვეტია უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი.

სენატმა დღეს, 6 დეკემბერს უნდა იმსჯელოს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო დაფინანსებაზე.

ის, რომ ზელენსკი სენატორთა ჯგუფის დახურულ სხდომაზე აღარ გამოვა, 5 დეკემბერს ჟურნალისტებს აცნობა სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა. მისი განცხადებით, ბოლო მომენტში რაღაც მოხდა. მიზეზის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინის პრეზიდენტის ოფისს.

ვაშინგტონში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი. მან კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.

უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების დაფინანსებას კონგრესში აფერხებს რესპუბლიკელების ნაწილი. ისინი სანაცვლოდ მოითხოვენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრებთან უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებას. ამ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მხარეებს კომპრომისისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ.

ამ კვირაში, თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა და დრო თითქმის ამოეწურა, დაფინანსების შეჩერება კი გაზრდის რუსეთის წარმატების შესაძლებლობას.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.





Губернаторы России
Москва

Собянин: С начала года в Москве ввели в эксплуатацию восемь спортивных объектов





Москва

Финансовый эксперт Светлана Петрова: как совместить бизнес и семью


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Голые фото и сказочное Бали: Алена Водонаева бросила вызов шпагатам Волочковой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Открытый чемпионат по мажореткам «Парад Московии» прошел в Истре

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве


Александр Зверев

Испанец Алькарас выиграл у Зверева и стал победителем Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

XXXIII Церемония награждения Театральной Премии «Хрустальная Турандот» в «Архангельском»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России