Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, შობამდე დაამტკიცოს უკრაინის დახმარება

0
ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, შობამდე დაამტკიცოს უკრაინის დახმარება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს კონგრესის წინაშე გამოვიდა. მან მოითხოვა, რომ კონგრესმა უახლოეს ვადებში, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, დაამტკიცოს უკრაინის დახმარების დაფინანსება.

ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევის დახმარების თაობაზე შეთანხმება გადაუდებელი საქმეა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე შეიძლება სათუო გახდეს უკრაინის დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება სხვა მოკავშირეების - ევროპის ქვეყნების, იაპონიისა და სხვა პარტნიორების მიერ.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მოსკოვი არ შეჩერდება უკრაინაზე და შეძლებს თავს დაესხას აშშ-ის სხვა მოკავშირე ქვეყნებს, მათ შორის ნატოს შემადგენლობაში შემავალსაც. „ასეთ შემთხვევაში შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ამერიკის ჯარები რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოლებენ,“ თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იტყობინება, რომ აშშ უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის მოცულობა 175 მილიონი დოლარია. მაგრამ პარლამენტმა კიდევ უნდა დაამტკიცოს ან უკუაგდოს სამხედრო დახმარების ბიუჯეტი მომავალი წლისთვის.

ოქტომბერში პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნა საერთაშორისო უსაფრთხოების დასაფინანსებლად, მათ შორის დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის. საერთო ჯამში მისი მოცულობაა 105 მილიარდი დოლარი, აქედან უკრაინის წილი 60 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა ყოფილიყო.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც რესპუბლიკელები დომინირებენ, მოიწონა კანონპროექტი ისრაელისთვის, მაგრამ არა უკრაინისთვის ფულის გამოყოფის თაობაზე, რის შემდეგაც დემოკრატებმა დოკუმენტი სენატში დაბლოკეს. ორშაბათს თეთრი სახლის საბიუჯეტო მმართველობის დირექტორმა შაანგა იანგმა წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და შეატყობინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას წლის ბოლოსთვის დაუმთავრდებათ რესურსები უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის მისაწოდებლად.

 

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკანასკნელ მომენტში გააუქმა თავისი გამოსვლა აშშ-ის სენატის წევრთა წინაშე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინის დახმარების პაკეტი. მან განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაჭიანურება ზრდის რუსეთთან ომში უკრაინის დამარცხების საფრთხეს. „ჩვენ გაგვიჭირდება ამავე პოზიციებზე გაჩერება და უბრალოდ გადარჩენა,“ დასძინა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ვიდეოკავშირით გამოვიდა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა წინაშე. მან განაცხადა, რომ თუკი უკრაინის მოკავშირე ქვეყნები კვლავაც შეკავშირებულნი იქნებიან და გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, უკრაინას ყველანაირი შანსი აქვს, ზამთარში შეინარჩუნოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს წარმატებული კონტრიერიში. „რუსეთს მხოლოდ ერთი რამის იმედი აქვს - რომ მომავალ წელს დაიშლება მსოფლიოს კონსოლიდაცია და სწამს, რომ ამერიკა და ევროპა სისუსტეს გამოავლენენ და სათანადო დონეზე არ შეინარჩუნებენ უკრაინის დახმარებას,“ თქვა მან.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Волочкова заявила о воровстве со стороны домработницы Раи




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин


ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России