Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

"ამერიკის დახმარების გარეშე ომის წაგების დიდი რისკია"

0

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, გააფრთხილა მოკავშირეები, რომ ამერიკის სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინა დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ერმაკის თქმით, არსებობს "უზარმაზარი რისკი" იმისა, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში. უკრაინის მდგომარეობას ამძიმებს როგორც ამერიკული დახმარების პაკეტის დამტკიცების პროცესის გაჭიანურება, ასევე ფაქტობრივად ჩიხში შესული კონტრშეტევის ოპერაცია, რომლის წარუმატებლობამ, როგორც ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წერს, ნეგატიური კვალი დაამჩნია უკრაინელებისა და ამერიკელების თანამშრომლობას.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდრიი ერმაკი შეერთებულ შტატებში უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად იმყოფება.

”ჩვენთვის რთული იქნება არსებული პოზიციების შენარჩუნება და უბრალოდ გადარჩენა”, - განაცხადა ერმაკმა 5 დეკემბერს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას.

ერმაკის ეს განცხადება წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, არ მიეღო მონაწილეობა დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში, რომლის მსვლელობისას მას ამერიკელი სენატორებისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

როგორც სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, უკრაინის ლიდერს ბოლო წუთებში გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა.

„არაფერი კატასტროფული არ მომხდარა“, - განაცხადა აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარქაროვამ ზელენსკის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ვიდეომიმართვა გააუქმა მას შემდეგ, რაც სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკონელმა (რესპუბლიკელი, კენტუკი) მოუწოდა თავის რესპუბლიკელ კოლეგებს, ხმა არ მიეცათ უკრაინის დახმარებისთვის, თუკი დემოკრატები მხარს არ დაუჭერდნენ რესპუბლიკელთა წინადადებას აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გაძლიერების თაობაზე.

აშშ-ის დახმარების შეფერხებით მხოლოდ კიევში როდი არიან შეშფოთებული.

„ჩვენ დაგვიმთავრდა ფული და თითქმის ამოგვეწურა დრო“, - დაწერა შალანდა იანგმა, თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის დირექტორმა მიმართვაში, რომლის ადრესატები დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერები არიან. იანგის თქმით, თუ კონგრესი წლის ბოლომდე ვერ შეძლებს უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილების მიღებას, უკრაინას ძალიან გაუჭირდება რუსეთის შეკავება.

„აღარ დარჩა არანაირი “ჯადოსნური ქოთანი“, საიდანაც დამატებითი თანხების აღება შეიძლება“, - განაცხადა შალანდა იანგმა.

4 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა, უარყო დემოკრატების მოწოდებები უკრაინისთვის ათობით მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფის თაობაზე.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო არსებითად ეპასუხა ჩვენს ლეგიტიმურ შეშფოთებაზე, რასაც იწვევს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მკაფიო სტრატეგიისა და იმ გეგმის არარსებობა, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფდა ანგარიშვალდებულებას ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა დახმარებაზე“, - დაწერა ჯონსონმა ფეისბუკში.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, დაფინანსების ჩიხი წარმოიქმნა იმის გამო, რომ ჩიხში შევიდა ვითარება ფრონტზე.

2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა უკრაინისათვის 110 მილიარდი დოლარის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გამოყოფა. ბაიდენის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში ამბობს, რომ ამ თანხის უმეტესი ნაწილი უკვე განაწილებულია.

ამერიკის მეწარმეობის ინსტიტუტის პროექტის „კრიტიკული საფრთხეების“ დირექტორის და აშშ-ის სამხედრო აკადემიის ყოფილი პროფესორის, ფრედერიკ კაგანის თქმით, დაფინანსების შეფერხებას უკვე აქვს ხელშესახები ნეგატიური შედეგები უკრაინის ფრონტზე. უკრაინის კონტრშეტევა სრულდება, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად საჭირო სამომავლო სამხედრო ოპერაციები კი ეჭვის ქვეშ დგას.

„უკრაინელებს მოუწევთ რთული არჩევანის გაკეთება, - ამბობს ფრედერიკ კაგანი BBC-სთან საუბარში, - თუ ისინი არ იქნებიან დარწმუნებულნი, რომ შეერთებული შტატებისგან რამე სახის დახმარებას მიიღებენ, მაშინ უნდა სცადონ იმის შენარჩუნება, რაც უკვე უკავიათ”.

კაგანის თქმით, უკრაინის არმიას ესაჭიროება ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ავიაგამანადგურებლები, დრონები და შორი მოქმედების იარაღი. შეერთებული შტატები კი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ყოველივე ამის მიწოდება სწრაფად და იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც დასჭირდება უკრაინას 2024 წელს.

კონგრესის ორივე პალატაში ჯერ კიდევ არის ორპარტიული უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისათვის დახმარების გამოყოფას, თუმცა, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების გამო ვერ ხერხდება ამ მხარდაჭერის ფაქტობრივ კანონად გადაქცევა.

რესპუბლიკელები და დემოკრატები აშშ-ის სენატში ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებენ როგორც 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც მოიცავს როგორც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო მხარდაჭერას, ასევე მექსიკა-აშშ-ის საზღვრის გასამაგრებელი გარკვეული ზომების გატარებაზე. ყველაზე საკამათოა ხარჯების ბოლო მუხლი, რადგან დემოკრატები ეწინააღმდეგებიან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რასაც რესპუბლიკელები მოითხოვენ.

„უკრაინის დამატებითი დაფინანსების სანაცვლოდ, უნდა გავატაროთ მნიშვნელოვანი რეფორმები ჩვენს სასაზღვრო პოლიტიკაში”, - თქვა არკანზასელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა 3 დეკემბერს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

„წელს აშშ-ის დეფიციტი 2,5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, - განუცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მეტ როზენდეილმა BBC-ს, - ასეთ პირობებში რატომ უნდა მისცეს ამერიკელმა ხალხმა ფული უკრაინას? ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის“.

კრიტიკის პასუხად და კონგრესის მხარდაჭერის მოპოვების მცდელობისას, თეთრი სახლი უკრაინის დახმარებას განიხილავს ამერიკის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების ერთგვარ შესაძლებლობად. კონგრესისადმი მიწერილ წერილში თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის დირექტორი შალანდა იანგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარდება იარაღის წარმოებას ამერიკის ქარხნებში.

„ჩვენ მოვახდენთ საბრძოლო მასალისა და ისეთი აღჭურვილობის მოდერნიზებას, როგორიცაა ალაბამაში წარმოებული “ჯაველინები“, დასავლეთ ვირჯინიაში, არკანზასსა და ტეხასში დამზადებული ზალპური ცეცხლის მართვადი რაკეტები, ასევე საარტილერიო ჭურვებისას, რომლებიც იწარმოება პენსილვანიაში, არკანზასში, აიოვასა და ბევრ სხვა შტატში“.

ვის (რის) გამო ჩავარდა კონტრიერიში

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც ასევე ვაშინგტონში იმყოფება, განაცხადა, რომ შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების ხელმძღვანელებს, რესპუბლიკელებს მაიკ როჯერსს, მაიკლ მაკოლსა და მაიკ ტერნერს.

„გამოვყავით 2024 წელს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობის საკითხი. ჰაერში უპირატესობა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, არტილერია და საბრძოლო მასალები - ასეთია ბრძოლის ველზე გადაუდებელი საჭიროებების ჩამონათვალი“, - დაწერა უმეროვმა სოციალურ ქსელ X-ში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დაემთხვა ამერიკული ავტორიტეტიანი გამოცემის Тhе Washington Post-ის ვრცელი, ორნაწილიანი პუბლიკაცია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ვერ მიაღწია უკრაინის კონტრშეტევამ მოსალოდნელ შედეგს, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია როგორც გარკვეული სახის უთანხმოება ვაშინგტონსა და კიევს შორის, ასევე კამათი უკრაინის შესაძლებლობის შესახებ.

Тhе Washington Post-ის ჟურნალისტები ელაპარაკნენ ათობით ოფიციალურ პირს უკრაინაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ასევე 20-ზე მეტ ოფიცერსა და სამხედრო პერსონალს ფრონტის ხაზზე. პუბლიკაციის პირველ ნაწილში ისინი საუბრობენ კონტრშეტევის სამხედრო დაგეგმვაში აშშ-ის მონაწილეობის მასშტაბსა და იმ ფაქტორებზე, რომლებმაც საბოლოოდ გავლენა იქონიეს ოპერაციის შედეგზე.

პუბლიკაციის მეორე ნაწილი ეთმობა ზაფხულისა და შემოდგომის ბრძოლების აღწერას და ვაშინგტონსა და კიევს შორის უთანხმოების პარალელურად ზრდას.

უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ გაიმეორებდნენ 2022 წლის წარმატებას, როცა ВСУ-მ გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის ნაწილი და ხერსონი, ამიტომ უკრაინის სარდლობა კვლავ მოითხოვდა იერიშის დაწყებას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. დასავლელი ოფიციალური პირები და სამხედრო კონსულტანტები კი მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი მთელი ძალისხმევა მოხმარდებოდა ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევას, რაც გულისხმობდა აზოვის ზღვის მიმართულებით რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მასირებული იერიშებით ყირიმის სახმელეთო იზოლაციაში მოქცევას. ოპტიმისტური სცენარით, უკრაინა ამ მიზანს 60-90 დღეში მიაღწევდა. მოდელირება არ გამორიცხავდა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მძიმე (30-40%) დანაკარგებს.

Тhе Washington Post-ის მიხედვით, უკრაინის და ამერიკის მხარეებს განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდათ ოპერაციის ვადებთან დაკავშირებითაც. გამოცემის თანახმად, პენტაგონი ოპტიმალურად მიიჩნევდა კონტრიერიშის დაწყებას აპრილში, რათა რუსეთს არ მისცემოდა სათანადოდ მომზადების საშუალება. უკრაინა კი არ ჩქარობდა და დამატებით შეიარაღებას ითხოვდა, მათ შორის ითხოვდა საჰაერო მხარდაჭერას. შედეგად, კონტრშეტევა ივნისის პირველ ნახევარში დაიწყო და მაშინვე არასწორად წარიმართა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, უკვე მეოთხე დღეს უკრაინელებმა უარყვეს თვეების განმავლობაში ერთობლივად დამუშავებული გეგმა. შედეგად, პირველ დღეს 14 კმ-იანი გარღვევის ნაცვლად, როგორც დაგეგმილი იყო, უკრაინელებმა თითქმის ექვს თვეში დაახლოებით 32 კმ-ით წაიწიეს წინ.

დიდი პრობლემები შეუქმნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის იაფმა (1000$) დრონებმა.

„თავიდან ჩვენი პრობლემა იყო ნაღმები, შემდეგ - დრონები“, - ციტირებს ამერიკული გამოცემა უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის ოცეულის მეთაურია.

უკრაინის წარუმატებლობამ ბრძოლის ველზე უთანხმოება გამოიწვია პარტნიორებს შორის. როგორც Тhе Washington Post-ი წერს, კამპანიის პირველ ეტაპზე, ევროპაში აშშ-ის ძალების სარდალი კვირების განმავლობაში ვერ ახერხებდა უკრაინის მთავარსარდალთან დაკავშირებას.

ამერიკელები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ უკრაინა სათანადო ძალებს არ მიმართავდა სამხრეთის მიმართულებაზე. აგვისტოში გამართულ შეხვედრაზე ამერიკელმა სამხედროებმა დაჟინებით ურჩიეს უკრაინელ პარტნიორებს, რომ წინსვლისთვის საჭირო იყო უპირატესი ძალების თავმოყრა ერთი მიმართულებით. პასუხად, როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ვალერი ზალუჟნიმ ილაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც აფერხებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას. ეს იყო: საავიაციო მხარდაჭერის არარსებობა, დანაღმული ველები და რუსეთის ჯარის მიერ გაკეთებული თავდაცვითი ზღუდეები.

2023 წლის სექტემბერში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, რატომ განაგრძობდნენ მისი სამხედროები დიდი ძალების გაგზავნას აღმოსავლეთის ფრონტზე და არა სამხრეთისკენ. გამოცემას უთხრეს, რომ ზელენსკი დარწმუნებული იყო, რომ თუ რუსები აღმოსავლეთს დაკარგავენ, ისინი ომს წააგებენ.

„შედეგად, თითოეული მხარე ადანაშაულებდა მეორეს შეცდომებში ან არასწორ გათვლებში“, - აღნიშნავს Тhе Washington Post-ი. ამერიკელმა სამხედრო პირებმა დაასკვნეს, რომ უკრაინამ თავი ვერ გაართვა ძირითად სამხედრო ტაქტიკას, მათ შორის სახმელეთო დაზვერვის გამოყენებას დანაღმულ ველთა სიმკვრივის დასადგენად.

თავის მხრივ, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკელებს, როგორც ჩანს, არ ესმით, როგორ შეცვალეს მოიერიშე დრონებმა და სხვა ტექნოლოგიებმა ვითარება ბრძოლის ველზე.

„კონტრშეტევის კამპანია ნელ-ნელა ჩიხში შევიდა. უკრაინამ ათასობით დაღუპულის, დაჭრილის და მილიარდობით დოლარის ღირებულების დასავლური სამხედრო დახმარების ფასად, დაახლოებით 520 კვ. კმ ფართობის ტერიტორია დაიბრუნა“, - ასკვნის Тhе Washington Post-ი.





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве





Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

Прощание «Спартака» с Джикией, «Зенит» в гонке за чемпионство. Итоги игрового дня РПЛ

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


Юлия Путинцева

Путинцева вернулась после 0:6 и одержала важную победу



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Что там в IT: ИИ-отрыв Google, ChatGPT почти человек, отечественный BIOS



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России