Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

"არ ვაპირებ შედეგის გარეშე გაჩერებას" - სკოლის დირექტორობის კანდიდატი განათლების სამინისტროსთან პროტესტს განაგრძობს

0

სკოლის დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე, რომელიც შიმშილობის დაწყებით ცდილობდა განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების ყურადღების მიპყრობას, პროტესტს განაგრძობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია, მანამდე კი სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

"სამინისტროდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. არც მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მოვხვდი... პროტესტი არ შეჩერდება, რადგან არცერთი კითხვისთვის არ უპასუხია მინისტრს. მათ რეაგირება არ ჰქონიათ. პროტესტი გრძელდება, მაგრამ შიმშილის გარეშე. საპირფარეშოც კი აკრძალული მქონდა განათლების სამინისტროში. არ ვაპირებ შედეგის გარეშე გაჩერებას", - ამბობს სკოლის დირექტორობის კანდიდატი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა დაბლოკეს.

მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა 4 დეკემბერს დაიწყო. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აღნიშნავს, რომ დირექტორობის სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, როცა სერტიფიკატის მისაღები გამოცდები ჩააბარა - მაშინ ისეთ სკოლებს შესთავაზეს მისი კანდიდატურა, სადაც კონკურსში მონაწილეობდნენ მოქმედი დირექტორებიც. ვერ გაიმარჯვა და ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მესამედ დირექტორობა 2023 წელს სცადა, მაგრამ ამჯერად სამინისტროს კომისიამ მას უარი უთხრა გასაუბრების შემდეგ, კონკურსის პირველივე ეტაპზე.

"ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად 5 აპრილს, როცა გასაუბრება იყო. თუმცა 24 აპრილის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ მე უნდა დავეწუნებინე. პირველივე გასაუბრებაზე დამბლოკეს - სერტიფიკატიც არ მომცეს...

არ არსებობს გასაუბრების ვიდეოჩანაწერი. ფურცელზე არაფერს ინიშნავდნენ. როგორ დამიმახსოვრეს ყველა კრიტერიუმით ამდენი დღის განმავლობაში?!. მე არ მაქვს დოკუმენტი, რომლის წაღებასაც სასამართლოში შევძლებ. მომცეს მხოლოდ ოქმი, რომელსაც ხელს ჩემი კომისიის წევრები არ აწერენ, სხვა ადამიანები არიან", - უთხრა  განათლების სამინისტროს შენობის წინ, ქუჩაში მდგარ სკამზე ჩამომჯდარმა მაია ეკალაძემ რადიო თავისუფლებას 5 დეკემბერს.

მან აღნიშნა, რომ კონკურსთან დაკავშირებით კითხვა პირველად 6 თვის წინ დასვა და რამდენიმე განცხადებითაც მიმართა სამინისტროს. მაია ეკალაძეს მინისტრი 4 დეკემბერს შეხვდა, თუმცა შიმშილობა მაინც დაიწყო.

განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამ საკითხზე კითხვა დაუსვა ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტმა. მინისტრი ფიქრობს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი რეფორმების დაზიანებას ცდილობს. 

"თქვენ მოდიხართ, რა თქმა უნდა, "მთავარი", "TV პირველი" და ყოველდღე ან არ ვიცი, საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ მთავარი რეფორმები დააზიანოთ. აშუქებთ ორი ადამიანის პროტესტს, რომელიც მნიშვნელოვანია, თავისთავად, ერთი ადამიანისაც კი, მაგრამ გამოგყავთ ეს თითქოს სისტემური და ათიათასობით ადამიანის პროტესტია მაშინ, როდესაც 92%-ში იქნება არჩევნები სამართლიანად ჩატარებული", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

რადიო თავისუფლებას არაერთი მასალა აქვს მომზადებული საქართველოს საჯარო სკოლებში დირექტორების ასარჩევად ჩატარებული კონკურსების შესახებ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек





Москва

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Мама Тимати рассказала, как относится к нынешней девушке рэпера




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии


WTA

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

Еженедельный вестник катастроф



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России