Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას

0
აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას

ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაში, სადაც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი, ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა.

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება. რუსეთის საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე აყენებს საკუთარ ძალებს. რუსეთი არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას.

ყველა ამ დარღვევას შედეგად მოჰყვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს", - წერია განცხადებაში. 

განცხადებით აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, "დაუყოვლებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული თავისი ცალსახა ვალდებულება" და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე, მოუწოდებს შეასრულოს თავისი სხვა ვალდებულებები, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შეუზღუდავ წვდომას და საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებისთვის ხელის არშეშლას:

"რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად".

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას 58 წლის თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს, მასთან ერთად მყოფი 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი მედიასთან მოჰყვა სოფელ კირბალის მიმდებარედ, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშანთან მომხდარის შესახებ.

მისი თქმით, გამაფრთხილებელი და საბურავებში სროლის გარდა, რუსი სამხედრო მათ ავტომობილს დამიზნებით ესროდა, რა დროსაც თამაზ გინტურს სასიკვდილო ტყვია მოხვდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.

თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა თქვა, რომ იცის მკვლელის ვინაობა. მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით იგი აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ.

თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი აქვს, პროკურატურამ დაღუპულის უფლებამონაცვლედ ცნო მისი შვილი დიმა გინტური.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტი უწოდა.





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве





Москва

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

Филипп Киркоров в жюри и неожиданный приз от Сергея Жукова на грандиозном финале “Новой Фабрики звезд”




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Второй сезон цикла «Весь Стравинский» завершается балетом «Пульчинелла»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России