Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა

0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს  ჩეხეთს ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის გასაშუქებლად აკრედიტაციის ვადა მედიისთვის დღეს, 8 დეკემბერს, ამოიწურა. შესაბამისი ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.


საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს  10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.


საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურები არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ხელახლა ხომ არ მიუმართავს სალომე ზურაბიშვილს  მთავრობისთვის. ასევე უცნობია ვიზიტის დეტალები.


16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.


საქართველოს პრეზიდენტი უშედეგოდ დასრულებული იმპიჩმენტის შემდეგ, 10-11 ნოემბერს, პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია.




კონსტიტუციის თანახმად, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России