„დავრჩით ყურებჩამოყრილები“ - როდის აიღებენ ყოფილი პოლიციელები და სამხედროები გაზრდილ პენსიას?
„შემოდგომაზე რომ გამოაცხადეს, 2024 წლიდან ძალოვანები გაზრდილ პენსიას აიღებენ და პენსიის ზღვარი 1000 ლარამდე იქნებაო, ველოდი, რომ იანვარში მეც გაზრდილ პენსიას ჩამირიცხავდნენ, მაგრამ ანგარიშზე ისევ ძველი პენსია დამხვდა“, - მეუბნება ამირანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოიტანა პენსია ბანკომატიდან.