სახელმწიფომ იცოდა, რომ ნერგეეთში ცხოვრება საშიში იყო
ადამიანები ცოცხლად დაიმარხნენ - შოვის შემდეგ ახლა ეს ფრაზა ისმის ბაღდათის რაიონშიც. სოფელ ნერგეეთში 6-დან 7 თებერვლის ღამეს მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა იმავე საღამოს მიწიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 1 დაკარგულს ისევ ეძებენ. ბაღდათის სოფლებში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა.