„ოცნება“ გვაჩვევს იდეას, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს საქართველოს „შუამავალი“ რუსეთთან
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ წრეებში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები რამდენიმე თვეა, უკვე საჯაროდ განიხილავენ აბსტრაქტულ იდეას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის შესახებ, - საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევებით. ამ იდეამ წინა კვირას საქართველოს პარლამენტშიც შეაღწია.