ექვსი წელი ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ - რა შეიცვალა
6 წელი გავიდა, რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეს, არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალის ციხეში 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს და წამებით მოკლეს. მკვლელობისთვის მსჯავრდებულები დაუსჯელნი რჩებიან.