ღარიბაშვილის მოყვანილი და კობახიძის გაშვებული - რა თქვა და რა მიანიშნა აზარაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ
„ქართული ოცნება“ ჯანდაცვის მეოთხე მინისტრის შერჩევის პროცესშია. მესამე მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი, სულ ახლახან, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევის იდეას შეეწირა.