"პუტინს უკვე დაუცდა ფეხი. იდეალური განტევების ვაცი იქნებოდა“ - რობერტ სერვისი, სტალინის, ლენინისა და ტროცკის ბიოგრაფი
“თუ ომის საქმე ცუდად წავა და განტევების ვაცის პოვნა გახდება საჭირო, პუტინი იდეალური განტევების ვაცი იქნებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლენინის, სტალინის, ტროცკისა და ნიკოლოზ მეორის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი, რობერტ სერვისი. ინტერვიუ პუტინის არჩევნებით დაიწყო, რომელიც 15-17 მარტს ტარდება.