ალტ-ინფოს გამქრალი პარტია და "სახიფათო პრეცედენტი" სხვებისთვის
„ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებას იურისტები და პოლიტიკის ექსპერტები ყველასთვის სახიფათო სიმპტომად თვლიან - ამ პრორუსული, ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად. ლოგიკა ასეთია - თუკი ხელისუფლება ასე მარტივად აუქმებს ერთ პარტიას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გააუქმოს სხვაც.