ომბუდსმენი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე“.