მეტროს საბურთალოს ხაზმა სრულად განაახლა მუშაობა
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს. სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს - ამ სადგურზე, ლიანდაგებში, დღეს დილით მგზავრი ჩავარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.