უნგრეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა - რას მოასწავებს ეს ევროპის ულტრამემარჯვენე ძალებისთვის
![უნგრეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა - რას მოასწავებს ეს ევროპის ულტრამემარჯვენე ძალებისთვის](https://gdb.rferl.org/98030e5b-64a3-4476-a89b-787fa9c32fac_w800_h450.jpg)
1 ივლისს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო ხდება უნგრეთი - რომლის პრემიერ-მინისტრია მემარჯვენე ნაციონალისტი და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსი, ვიქტორ ორბანი. ამავე დროს, დასავლეთში ღრმავდება შეშფოთება ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების შესახებ, მთელი კონტინენტის მასშტაბით.