რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე
უკრაინის ძალებს კვირების განმავლობაში უჭირდათ შეკავება რუსეთის სამხედროებისა, რომლებიც ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ სარკინიგზო და სატრანსპორტო ცენტრიდან, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით.
კუპიანსკს უკრაინის ძალები აკონტროლებენ 2022 წლის შემოდგომიდან - როცა მათ მოულოდნელი შეტევა განახორციელეს ხარკოვის რეგიონში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის ძალების მცირე ჯგუფებმა შეძლეს კუპიანსკის ჩრდილოეთის არეალებში შეღწევა - ამ ცნობას უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ავრცელებდნენ. თუმცა უკრაინის არმიის მეთაურები აცხადებდნენ, რომ შეძლეს შეტევის უკუგდება.