Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

0

დღეს, 1 აპრილს, კიევში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანალენა ბერბოკი. ეს მინისტრის სტატუსით უკრაინაში მისი მეთერთმეტე ვიზიტია და მეცხრეა ომის დაწყების შემდეგ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერბოკმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ჩიხური სიტუაციის გამო ევროპელებმა უნდა აჩვენონ, რომ უკრაინას დღეს მხარს უჭერენ ისე, როგორც არასდროს, ყოველგვარი „თუ-ს" და „მაგრამ-ის“ გარეშე.

ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის სურს და უკრაინა მზად არის, ცეცხლის დაუყოვნებლივ შესაწყვეტად, პუტინს კი მშვიდობა არ სურს, დროის მოგებას ცდილობს და მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის იმიტაციას მიმართავს.

ბერბოკის განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება, ამერიკულ მხარეს ეტყვიან, რომ მონაწილეობა არ უნდა მიიღონ პუტინის გაჭიანურების ტაქტიკაში.

კიევში მყოფი ბერბოკის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას გაუწევს დამატებით 130 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას.

ანალენა ბერბოკი კიევში შეხვდება უკრაინის ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

„მწვანეთა პარტიის" წარმომადგენელი ანალენა ბერბოკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია 2021 წლის დეკემბრიდან. ის თანამდებობას დატოვებს ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ.

გერმანიაში 2025 წლის თებერვალში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღო კონსერვატორების ბლოკმა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს და ქრისტიან-სოციალურ კავშირს (CDU/CSU) აერთიანებს.

სოციალ-დემოკრატი კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობა გადადგა, თუმცა, მისი წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России