Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

აშშ-ში საგანგებო არჩევნებში ფლორიდაში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, ვისკონსინში - დემოკრატებმა

0

სამშაბათს, 1 აპრილს, ფლორიდაში გამართულ საგანგებო კენჭისყრაზე - რომლითაც წარმომადგენელთა პალატის კანდიდატებს ირჩევდნენ - გამარჯვება მოიპოვა ორმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა.

ამ არჩევნებს განიხილავდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოპულარობის პირველ გამოცდად მას მერე, რაც 2024 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგად თეთრი სახლი და კონგრესი მათ კონტროლს დაექვემდებარა.

წარმომადგენელთა პალატაში ორი ადგილი ვაკანტური გახდა მას მერე, რაც ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში თანამდებობებზე დანიშნა რესპუბლიკელი კონგრესმენები მაიკ უოლცი და მეტ გენცი.

ყურადღება კონცენტრირებული იყო ბრძოლაზე რესპუბლიკელ რენდი ფაინსა და დემოკრატ ჯოშ ვეილს შორის - ამ უკანასკნელმა თავისი კამპანიის დაფინანსებაზე დახარჯა 12-ჯერ მეტი, ვიდრე მისმა რესპუბლიკელმა ოპონენტმა. დემოკრატთა კანდიდატმა წააგო 14 პუნქტის სხვაობით - რამაც დემოკრატებს ოპტიმიზმის საფუძველი შეუქმნა, რადგან ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებზე რესპუბლიკელმა მაიკ უოლცმა 30-პუნქტიანი სხვაობით მოიპოვა გამარჯვება. რესპუბლიკელმა ჯიმი პატრონისმა თავისი დემოკრატი ოპონენტი დაამარცხა ოლქში, რომელსაც უწინ მეტ გენცი წარმოადგენდა. ორივე რესპუბლიკელ კანდიდატს აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

კონსერვატიული ორიენტაციის ელექტორატით დასახლებულ ამ ოლქებში რესპუბლიკელების გამარჯვება მოსალოდნელი იყო - ამ ადგილებში რესპუბლიკელებს ტრადიციულად უჭერენ მხარს. ამ გამარჯვების შედეგად, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ექნებათ 220 ადგილი, ხოლო დემოკრატებს - 213.

საგანგებო არჩევნების კიდევ ერთი ნიშანდობლივი შედეგია ვისკონსინის შტატის უზენაეს სასამართლოში დემოკრატთა კანდიდატის, სიუზან კრაუფორდის არჩევა. კრაუფორდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკელ ბრედ შიმელზე, რომლის საარჩევნო კამპანიასაც მილიარდერმა ილონ მასკმა 25 მილიონი დოლარი დაახარჯა. სასამართლოს არჩევნების ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თანხა. გარდა ამისა, მასკი გამოვიდა წინადადებით, რომ 100 დოლარს გასცემდა შტატის ნებისმიერ მცხოვრებზე, რომელიც ხელს მოაწერდა ე.წ. "აქტივისტი მოსამართლეების" საწინააღმდეგო პეტიციას. რესპუბლიკელ კანდიდატს სოციალური ქსელებით მხარს უჭერდა ტრამპიც.

ვისკონსინის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს საჩივარი შტატში საარჩევნო ოლქების საზღვრებზე, რომელთა გამოც, ბევრის აზრით, რესპუბლიკელმა კანდიდატებმა კონგრესის არჩევნებში უპირატესობა მოიპოვეს.

შტატის უზენაეს სასამართლოში მოსამართლე კრაუფორდის არჩევით, უმრავლესობა დემოკრატების ხელში გადაინაცვლებს. მასკი და ტრამპის სხვა მომხრეები წერდნენ, რომ ვისკონსინში მარცხს შესაძლოა გამოეწვია რესპუბლიკელთა მარცხი წარმომადგენელთა პალატის 2026 წლის არჩევნებზე - ოლქების საზღვრებს თუ შეცვლიან, ამ შტატში, შეიძლება, მეტი დემოკრატი კონგრესმენი იყოს არჩეული.

ასევე სამშაბათს ჩატარებულ რეფერენდუმზე ვისკონსინის შტატის ამომრჩეველი მიემხრო, კონსტიტუციაში შევიდეს ამომრჩევლის მიმართ მოთხოვნა პირადობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენებაზე. ამომრჩეველი უკვე არის ვალდებული, აჩვენოს პირადობის მოწმობა, თუმცა ამ მოთხოვნის კონსტიტუციაში დამატება გაართულებს მის შეცვლას მომავალში. ამ ინიციატივას რესპუბლიკელები უჭერდნენ მხარს.





Губернаторы России
Москва

Столичные предприятия космической промышленности ежегодно наращивают темпы производства — Собянин





Москва

На стене Цоя на Арбате появилось посвящение Паше Технику


Губернаторы России

175,254 Pageviews
Mar. 13th - Apr. 13th
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил с Днем космонавтики работников и ветеранов отрасли



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Лазарев

Недругов Лазарева из популярного шоу выгнали. Басков похвалился: "Я сам поставил условие"




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Всероссийская олимпиада школьников по физкультуре-2025 проходит в Якутске

В Туле День космонавтики отметили хоккейным матчем

Сравняют ли «Спартак» и «Локомотив» счёт в своих сериях? Превью 13 апреля


Даниил Медведев

Медведев прокомментировал поражение от де Минора



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Українські новини

Що таке нішева парфумерія?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России