Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

აშშ რჩება ნატოში, მოკავშირეებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% უნდა დახარჯონ - მარკო რუბიო

0

შეერთებულ შტატებს არ აქვს განზრახული ნატოს დატოვება და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ალიანსს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს, ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, განაცხადა.

რუბიომ დაგმო, როგორც მან თქვა, მედიის მიერ გავრცელებული გამოგონილი ისტორია, თითქოს დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების ნატოდან გაყვანა სურდეს.
რუბიომ კვლავ გაიმეორა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ კავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 5% უნდა დახარჯოს თავდაცვაზე. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს შეერთებულ შტატებსაც ეხება. ჯერჯერობით ნატოს არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია ხარჯების ასეთი დონისთვის. ალიანსის ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების ამჟამად ოფიციალურად რეკომენდებული დონე მშპ-ს 2%-ია და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა გაზარდოს იგი 3%-მდე.
უფრო ადრე ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდას მხარი ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაუჭირა.
ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, მარკ რიუტეს თანახმად, განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიის დაცვა რუსეთის საფრთხისგან. ნატოს გენერალური მდივნის აზრით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე იარსებებს იმ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რომელმაც უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში. რიუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი შეერთებულ შტატებს საიმედო მოკავშირედ მიიჩნევს.
თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაში, ტრამპმა გააკრიტიკა ევროპა თავდაცვის არასაკმარისი ხარჯების გამო და ეჭვქვეშ დააყენა თანამშრომლობის სამართლიანობა ნატოს ფარგლები. ამან გამოიწვია დაძაბულობა ევროპელ მოკავშირეებს შორის. ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად დაბრუნება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, რადგან მან შესაძლოა გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას - უკრაინა ვაშინგტონისგან მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იღებს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России