Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

პუტინის სპეცწარმომადგენელი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში შეხვედრებს 3 აპრილსაც გამართავს

0

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონში შეხვედრები აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. დმიტრიევი უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა და მასთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად მიიჩნევა.

დღეს, 3 აპრილს, დმიტრიევმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ 2-3 აპრილს, პრეზიდენტ პუტინის დავალებით ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ვისთან, კირილ დმიტრიევი არ აკონკრეტებს.

მანამდე რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის Reuters-ი, The Washington Post-ი, CNN-ი და CBS-ი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 2 აპრილს კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს.

3 აპრილს დმიტრიევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი, რომელიც „უმნიშვნელოვანესია მთელი მსოფლიოსთვის, სრულად დაინგრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს“.

პუტინის სპეციალური წარმომადგენლის თანახმად, „კონსტრუქციული ურთიერთქმედების აღდგენის გზას“ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეღობებიან „მრავალრიცხოვანი ძალები“, რომლებიც დაინტერესებული არიან დაძაბულობის შენარჩუნებით და „შეგნებულად ამახინჯებენ რუსეთის პოზიციებს“.

დმიტრიევის განცხადებითვე, დაახლოების მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ რუსეთი და აშშ შეხების საერთო წერტილებს მოძებნიან და დაიწყებენ ერთმანეთის უკეთ გაგებასა და თანამშრომლობის აწყობას როგორც საერთაშორისო საქმეებში, ისე ეკონომიკაში.

პუტინის სპეცწარმომადგენლის თანახმად, დიალოგის აღდგენა რთული და ეტაპობრივი პროცესია და ყოველი შეხვედრა და გულახდილი საუბარი წინსვლის საშუალებას იძლევა. „რუსეთის პოზიციის რეალურად გაგება ხსნის ახალ შესაძლებლობებს კონსტრუქციული ურთიერთქმედებისთვის, მათ შორის საინვესტიციო-ეკონომიკურ სფეროში“, - წერს დმიტრიევი.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაშინგტონში შეხვედრების შემდეგ „მოკლე კომენტარებს“ გააკეთებს.

თეთრ სახლს დმიტრიევთან შეხვედრების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

კიევში დაბადებული კირილ დმიტრიევი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. წლების წინ იყო ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ბანკირი. Reuters-ის ცნობით, დმიტრიევს მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ მაღალჩინოსანთან.

დმიტრიევი მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.

კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად ჩართული იყო ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთში 2021 წლის ზაფხულში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, მარკ ფოგელის გათავისუფლების პროცესში. ფოგელი, რომელსაც 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2025 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

კირილ დმიტრიევი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა. ის აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, იმისთვის, რომ დმიტრიევი ვაშინგტონში ჩასულიყო, შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებული აქვს უკრაინაში ომის დასრულება და ამ მიზნით აღადგინა ომის დაწყების გამო აშშ-ის მიერ რუსეთთან შეწყვეტილი კონტაქტები.

უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს და დროის მოგებასა და მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის იმიტაციას ცდილობს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России