Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

ცესკოს ცვლილებით, არჩევნებზე "კარუსელის" აღმოჩენა შეუძლებელი გახდება - ნინო დოლიძე

0

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით მიიღო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.
ნინო დოლიძე აქვეყნებს ცესკოს დადგენილების ე.წ. სქრინს და წერს, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, მიღებული ცვლილებით, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

“ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს”, - წერს ნინო დოლიძე.
ცვლილება, რომლის თაობაზეც "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე წერს, ცესკომ შეიტანა 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ".
ცვლილების მიხედვით:
"კენჭისყრის ჩატარებისას, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:
ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება აწ სხვაგვარი დამუშავება.”
ნინო დოლიძის განცხადებას. მოგვიანებით წერილობით უპასუხა ცენტრალურმა საარჩვნო კომისიამ და "მანიპულირების მორიგი კამპანია" უწოდა.
ცესკოს თანახმად "საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას".
"ერთია, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო", - წერს ცესკო და განმარტავს, რომ "დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა" დამკვირვებლების უფლებებს. "ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით."
"აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
"კარუსელის" შემთხვევებზე, როგორებიცაა ერთი ამომრჩევლის მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, ასევე სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ან პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა, დამკვირვებელი ორგანიზაციები საქართველოში ელექტრონული წესით პირველად 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ავრცელებდნენ ინფორმაციას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევა.
პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აწარმოებს, თუმცა პროცესის მიმართ ფართო პოლიტიკურ სპექტრში სანდოობის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო უწყებების წლების განმავლობაში მზარდი პოლიტიზაციის შესახებ ეჭვების ფონზე.
პროკურატურამ 2025 წლის 15 იანვარს გაასაჯაროვა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე.
2025 წლის 25 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“.
მასალა განახლდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილის შინაარსის ასახვის საფუძველზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России