Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

ნინია მაჭარაშვილი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს - თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები

0

თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას თავისი ხელმძღვანელის, ნინია მაჭარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების ბრძანებას ხელს თბილისის მერი კახა კალაძე აწერს. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყოფილი ხელმძღვანელი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

"დღეს, 4 აპრილს მივიღე მთავრობის განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულება ძალაშია მიმდინარე წლის 8 აპრილიდან. აღსანიშნავია, რომ არანაირი გაფრთხილება, წინასწარი შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, მანამდე არ მიმიღია.

აღმოჩნდა, რომ მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას მიუმართავს მერისთვის მოხსენებითი ბარათით, რომლის მიხედვითაც, მე არაჯეროვნად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, კერძოდ, 6 დეკემბრიდან 14 თებერვლამდე ვისარგებლე ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულებით და თითქოს ამის თაობაზე მერია არ გამიფრთხილებია, თუმცა ჩემი მხრიდან გაგზავნილია შესაბამისი შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ასევე შვებულების მოთხოვნა ატვირთულია პროგრამულადაც.

ჩემი შვებულებაში გასვლის გამო, ბასიალაის საფუძვლიანი ეჭვი გასჩენია, რომ ბიბლიოთეკების კოორდინირებული მართვა და დამფუძნებელთან კომუნიკაცია მომავალშიც იქნება არაჯეროვანი", - წერს თავად ნინია მაჭარაშვილი. ის იხსენებს შვებულებაში გასვლამდე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან შეხვედრას, რომელზეც, მისი თქმით, განცხადების დაწერა და სამსახურის დატოვება სთხოვეს, რადგან მისი და ქალაქის მერის პოზიციები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამ დროს თბილისში უკვე მიმდინარეობდა პროევროპული მასშტაბური დემონსტრაციები, რომლის მონაწილეებსაც პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა.

დეკემბერში ამ შეხვედრის შესახებ ნინია მაჭარაშვილმა ღიად ისაუბრა ფეისბუკპოსტში.

„არ ვგეგმავ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას და მზად ვარ ჩემი უფლებების დასაცავად. მსურს, ჩემი ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს“, - ამბობდა მაშინ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელი. გათავისუფლების ბრძანების მიღების შემდეგ ის სასამართლოში აპირებს დავას.

თბილისის მერიიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს. მათი ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერი იყო - გათავისუფლებულთა ნაწილი ღიად საუბრობს იმაზე, რომ მათ და მათ კოლეგებს ამ პეტიციიდან ხელმოწერის გაუქმებას სთხოვდნენ. გათავისუფლებულთა ნაწილი კი რეორგანიზაციის ფარგლებში დაითხოვეს სამსახურიდან.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России