Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

პარლამენტს ლგბტ მარშებისა და "ლგბტ ჭინჭების" აკრძალვისთვის დოდო გუგეშაშვილის ორგანიზაციამ მიმართა

0

საქართველოს პარლამენტს ლგბტ მარშების და ფერადი აქსესუარების აკრძალვის მოთხოვნით 26 მარტს მიმართა ორგანიზაციამ "დაიცავი შენი წილი სამშობლო".

შალვა პაპუაშვილმა ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ერთპარტიული და სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 4 აპრილს, გააკეთა განცხადება - მისი თქმით, საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა.

საერთაშორისო ასოციაცია "დაიცავი შენი წილი სამშობლო" დოდო გუგეშაშვილმა ჯიმი ინატაშვილთან და ემზარ ლეჟავასთან ერთად 2017 წელს დააარსა. ემზარ ლეჟავა ფრიდონ ინჯიას პარტიის, "ევროპელი სოციალისტების" შემწირველია - 2021 წელს მან ამ პარტიას 3 000 ლარი შესწირა.

პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წერილობით გაგზავნამდე, 20 მარტს, ამ ორგანიზაციის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა მიმართვა შალვა პაპუაშვილისადმი.

"ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "მშვიდობის ფორუმის" მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტს:

გთხოვთ სასწრაფოდ მიიღეთ კანონი ლგბტ ე.წ. მარშების ანუ სოდომ-გომორის ბილწების ტრუშუნის აკრძალვასთან დაკავშირებით."

დოდო გუგეშაშვილი არის აფხაზეთის ომის მონაწილე, გასამხედროებული დაჯგუფება "მხედრიონის" ერთ-ერთი მეთაური.

საქართველოში ლგბტ მარში არასოდეს გამართულა - სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ მათთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციის შეუძლებლობაზე. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ყველა მცდელობა, რომ ლგბტქ+ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს საჯარო სივრცეში მოეწყოთ ხილვადობის გასაზრდელი ღონისძიებები, მათზე ძალადობით დასრულდა. არცერთი ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორი ამ დრომდე დასჯილი არ არის. ყოველ წელს არაერთი ღიად გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანი ტოვებს საქართველოს და თავშესაფრის საძებნელად ევროკავშირის ქვეყნებში მიდის.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России