Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

სუსის ყოფილი ხელმძღვანელი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დაინიშნა - ეს პოსტი კახა გულედანმა დაიკავა

0

ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების მინისტრად კახა კალაძის ყოფილი მოადგილე, მუნიციპალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი, სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა გულედანი წარადგინა. ამ პოსტზე მთავრობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნას გეგმავდა მას შემდეგ, რაც მან სუსი დატოვა და ამ უწყების ხელმძღვანელად ყოფილი დეპუტატი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ანრი ოხანაშვილი დაინიშნა.

„რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის - სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება", - განაცხადა "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა კახა გულედანის წარდგენისას. მას ამჯერად აღარ უთქვამს, სად დაინიშნება გრიგოლ ლილუაშვილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება, მინისტრის წარდგინებით, მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები. აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. ეს ძალიან ზოგადად რომ გითხრათ. დანარჩენი არის ერთგვარი შიდა სამზარეულო, თუმცა იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“, - თქვა კობახიძემ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России