Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკთან დაკავშირებული კომპანია რუსეთს "მერსედესის" სატვირთო მანქანებით ამარაგებს

0

რუსულ კომპანიას, რომელიც უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, ვიქტორ მედვედჩუკს, უკავშირდება, ჩინეთის შიდა ბაზრისთვის დამზადებული გერმანული ფირმა "მერსედესის" სატვირთო მანქანები რუსეთში შეაქვს, შემდეგ ამ იმპორტირებულ მანქანათა ნაწილს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგზავნის.

ამის შესახებ ნათქვამია რადიო თავისუფლების პროექტ "სქემების" გამოძიებაში.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სავაჭრო სახლმა "კანიკურგანმა", რომელიც მდებარეობს რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში, 2023 წელს ჩინეთიდან რუსეთში შეიტანა გერმანული Mercedes-Benz-ის ბრენდის 52 სატვირთო მანქანა. ხუთი მათგანი შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში აღმოჩნდა. ისინი შეიძინა რუსულმა კომპანია TD ITS-მა, რომელიც იქ არის რეგისტრირებული. ჟურნალისტებმა ამის დამტკიცება მოახერხეს რუსეთის საბაჟო დეკლარაციებიდან მიღებული მონაცემების, კერძოდ, მათში მითითებული მანქანების VIN ნომრების საშუალებით.
სატვირთო მანქანების მწარმოებელი კომპანია Beijing Foton Daimler Automotive არის ჩინური Foton Motor Corporatio-სა და გერმანული Daimler Truck Holding AG-ის ერთობლივი საწარმო (ამ უკანასკნელის 2023 წლის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ Mercedes-Benz Group AG არის მისი უმსხვილესი აქციონერი).
რუსეთში ამ სატვირთო მანქანების მიმწოდებელ Kanikurgan Trading House-თან ვიქტორ მედვედჩუკს აკავშირებს მისი მფლობელი, ანტონ დორნოსტუპი. ის ასევე ფლობს კომპანიას სახელწოდებით "ნოვიე პროექტი". ეს კომპანია ფიგურირებს საუბარში, რომელიც გაასაჯაროვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. ამ საუბარში, სავარაუდოდ, ვიქტორ მედვედჩუკი, იმ დროს უკრაინის მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკოსი, და დიმიტრი კოზაკი, იმ დროს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, კომპანია "ნოვიე პროექტისათვის" ბუნებრივი აირის მოპოვების ნებართვას განიხილავენ.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პრორუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წლის აპრილში დააკავა. გენერალურმა პროკურატურამ მედვედჩუკს ბრალი წაუყენა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.2022 წლის სექტემბერში უკრაინამ მედვედჩუკი და 55 რუსი ტყვე გაცვალა უკრაინის 215 დამცველში, მათ შორის პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლში.







Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России