Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

კრემლში წინასწარ არ ამბობენ, შეხვდება თუ არა პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს

0

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთშია, თუმცა არც უარყო და არც დაადასტურა ცნობა, რომ უიტკოფი პუტინს შეხვდება.

„თუ იქნება(შეხვედრა), გაცნობებთ“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს დღეს, 11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

სტივ უიტკოფის თვითმფრინავი დღეს დილით დაეშვა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ 11 აპრილს პუტინი სანქტ-პეტერბურგში „მუშაობს“.

ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდება, პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.

Axios-ი წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინაში ზავის მისაღწევად პროგრესის არარსებობის გამო და თუ აპრილის ბოლომდე შეთანხმება არ იქნება, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედოს პირადი განკარგულებით ან კონგრესისთვის მიმართვის გზით.

უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.

აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России