Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

FT: ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობას ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო ტოვებს

0

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობის დატოვება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მზარდი პოლიტიკური უთანხმოების გამო გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Financial Times-ი.

ცნობა, რომ ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს, 10 აპრილს გაავრცელა რამდენიმე მედიასაშუალებამ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

Financial Times-ის წყაროთა ცნობით, გაუარესდა პრეზიდენტ ზელენსკისთან ბრინკის საქმიანი ურთიერთობებიც, რაც ბოლო ხანს უკვე აშკარა გახდა, თუმცა ეს არ ყოფილა ელჩის თანამდებობიდან მისი გადადგომის უშუალო მიზეზი.

ბრიჯიტ ბრინკის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული წყაროების თანახმად, ელჩზე მზარდი ზეწოლა იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ბრინკის მზადყოფნას, მხარი დაეჭირა უკრაინისადმი მათი სტრატეგიისთვის.

თუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარება და რუსეთის სანქცირება და იზოლირება იყო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობის გაუმჯობესება გადაწყვიტა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და პრიორიტეტად მოლაპარაკების გზით მშვიდობის მიღწევა გამოაცხადა, თუმცა რუსეთისთვის სანქციები არ მოუხსნია.

Financial Times-ს თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში არ უპასუხეს შეკითხვაზე ტრამპის ადმინისტრაციასა და ბრინკს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. გამოცემამ კომენტარი ვერც ბრიჯიტ ბრინკისგან მიიღო.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებასთან ბრიჯიტ ბრინკის ურთიერთობის გაუარესებას, როგორც Financial Times-ი წერს, უკრაინის ოფიციალური პირების აზრით, აშშ-ის ელჩი მათ მიმართ ზედმეტად კრიტიკული იყო, განსაკუთრებით კორუფციის აღმოფხვრის ძალისხმევის საკითხში.

უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო ხანს შეიცვალა ბრინკის განცხადებებიც, რომლებიც უფრო პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს შეესაბამება და უკრაინის მიმართ უფრო კრიტიკული გახდა.

Financial Times-ი სოციალურ ქსელ X-ში ბრიჯიტ ბრინკის პოსტებზე დაყრდნობით წერს, რომ მან დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე 75 დღის განმავლობაში რუსეთის შესახებ 53 კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, ინაუგურაციიდან 75 დღეში კი - მხოლოდ 5.

4 აპრილს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რუსეთი არ ახსენა სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მომხდარს ეხებოდა. ამ ფაქტს ბევრი უკრაინელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.

6 აპრილს, როცა უკრაინაში ეროვნული გლოვა იყო, ელჩმა ბრინკმა სოციალურ ქსელ X-ში უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას გამოხატავენ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 20 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის დაღუპვის გამო.

ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აპრილში წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. იმავე წლის მაისში სენატმა ბრინკის კანდიდატურა დაამტკიცა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში.

2018 წელს ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა "ქართული ოცნების" მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. "ქართულ ოცნებაში" ამას უარყოფდნენ. 2011-2014 წლებში ბრიჯიტ ბრინკი იყო საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России