Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

Axios: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა

0

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაემგზავრა რუსეთში, სადაც პარასკევს, 11 აპრილს შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს ამერიკული გამოცემა Axios-ი.

გამოცემის თანახმად, ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინაში ზავის მისაღწევად პროგრესის არარსებობის გამო და თუ აპრილის ბოლომდე შეთანხმება არ იქნება, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედოს პირადი განკარგულებით ან კონგრესისთვის მიმართვის გზით.

სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა 2025 წლის მარტშიც.

განახლება: რუსეთის დროით 11:00 საათისთვის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" გაავრცელა ცნობა, რომ სტივ უიტკოფის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოში" დაეშვა, რაც აეროპორტის „ოპერატიულ სამსახურებში" დაუდასტურეს.

უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.

აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.უკრაინას, რომელიც თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России