Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

ლუკაშენკა: ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და აშშ-ში არ იღებდნენ, მათ „ჩვენ მოგვაკითხეს“

0

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მორიგ ჯერზე მიანიშნა საქართველოს დაახლოებაზე რუსეთსა და ბელარუსთან და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მაგალითს კიევიც მიბაძავს.

"შეხედეთ რა ხდება, დღეს წავიკითხე, რომ საქართველოში უკვე არ გამორიცხავენ, რომ, ციტატას მოვიყვან, მათთვის შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ისინი დღეს ჩვენს ბაზარზე ყიდიან არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციას, რომელსაც ვერსად წაიღებდნენ - არც ევროკავშირში, არც ამერიკაში არ იღებენ, იქ თავისი სიკეთე ჰყოფნით. სად მივიდნენ? მოგვაკითხეს ჩვენ და რუსეთს. ჩვენ საქართველოსთან მანამდეც ვთანამშრომლობდით. აი, გზა, რომელსაც უკრაინაც დაადგება. მაგრამ გვინდა კი ასეთი რთული გზა? არა“, - უთხრა ლუკაშენკამ ტელეკომპანია „Мир-ს" ინტერვიუში.

„უკრაინელებმა სცადეს ნატოში, ევროკავშირში შესვლა. მოვლენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, ისინი არ ეცდებიან ჩვენი კავშირისგან განრიდებას, ვფიქრობ, უკრაინა ჩვენთან იქნება“, - დაამატა მან.

ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს „აკვირდებიან“.

პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, გაიზარდა დსთ-ს ქვეყნების წილი ქართულ ექსპორტში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი შემცირდა, მიუხედავად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმებისა.

ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ კლებადია, გამონაკლისი იყო 2022 წელი. საპირისპირო მაჩვენებელია დსთ-ს ქვეყნებთან.

მარტში, საქართველოს ელჩისგან, გიორგი საგანელიძისგან რწმუნებათა სიგელების მიღებისას, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი უაღრესად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России