Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

შალვა პაპუაშვილი წულუკიანის სახლთან ჩატარებული აქციის მონაწილეებს „როდიონოვებს“ და „ორკებს“ უწოდებს

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანის სახლთან ორგანიზებული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია, აქციის მონაწილეებს კი „ორკები“ და „ქართველი როდიონოვები“ უწოდა.

თეა წულუკიანის სახლთან რამდენიმე დემონსტრანტი მას შემდეგ მივიდა, რაც მან საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომისას სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი სახლში ოჯახთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს და დასძინა, რომ „სახლებში შევარდნები, შუაღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს.“

„ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს“ - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

თეა წულუკიანმა, - რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს, - 11 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუში კომისიის მიზნებზე ისაუბრა და თქვა:

„ჩვენი [კომისიის] მიზანია იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების... გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ“.

„ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, - განაცხადა ამის შემდეგ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ახრის გადაცემაში, „აქტუალური თემა“.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России