Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

რუს სენატორს საქართველოში დაგეგმილი ტურნირის გადადება მოუხდა

0

მას-რესლინგის საერთაშორისო ფედერაციამ გააუქმა სპორტული ტურნირი, რომელიც წყალტუბოში უნდა ჩატარებულიყო. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ აკიმოვმა განაცხადა. ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატია იაკუტიიდან. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთის დელეგაციის და სხვა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხთან.

ტურნირი 25-28 აპრილს უნდა ჩატარებული და მასში მონაწილეობა მიეღო 15-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენებს აზერბაიჯანის, სომხეთის, უნგრეთის, დანიის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, მექსიკის, ნიგერიის, პაკისტანის, პოლონეთისა და რუსეთის ჩათვლით.

აკიმოვის სიტყვებით, ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ხოლო ქართული მხრიდან ტურნირის ორგანიზებას კურირებდა მას-რესლინგის ეროვნული ფედერაცია, მამუკა ტუსკაძის ხელმძღვანელობით.

„თუმცა მოულოდნელად 2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს ტელევიზიის ეთერში გაიჟღერა მოწოდებებმა, არ შეეშვათ რუსი სპეციალისტები და მას-რესლინგის ნაკრებების წევრები. ეს განცხადებები გააკეთეს ვალერი გულბანმა (საქართველო), ვალერი გაზაევმა (უკრაინა) და ჯუჰი-ვესა ჯანტიმ (ფინეთი). არავისთვისაა საიდუმლო, რომ ამ პირებმა 2022 წელს ევროპაში მას-რესლინგის განვითარების ალტერნატიული ორგანიზაცია შექმნეს“, - განაცხადა აკიმოვმა.

მან მომხდარს „სერიოზული პროვოკაცია“ უწოდა და გაავრცელა ინფორმაცია "რუსული დელეგაციის წინააღმდეგ ძალადობის მუქარაზე".

„თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში არსებულ გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩემს მეგობრებზე ზრუნვის გამო, რომლებიც მასპინძელი მხარის მოწვევას გამოეხმაურნენ და მონაწილეობის დიდი სურვილი ჰქონდათ, ასევე, რათა არ დაგვეშვა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხე, ტურნირის ყველა ორგანიზატორის, მსაჯებისა და მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მას-რესლინგის ფედერაციის პრეზიდენტის, მამუკა ტუსკაძის შუამდგომლობით მივიღე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ტურნირის ჩატარების ადგილისა და თარიღის 25-28 აპრილიდან მიმდინარე წლის მოგვიანებით თარიღზე გადატანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან ისე, რომ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა იგულისხმება საქართველოს ქალაქებში „პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებაში“.

ინფორმაცია ტურნირზე, რომელიც რუსეთის მონაწილეობით იყო ორგანიზებული, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 10 აპრილს გაავრცელა. მამუკა ტუსკაძემ არხთან კომენტარში დაადასტურა, რომ ღონისძიება ნამდვილად იყო დაგეგმილი და დაამატა, რომ საქართველოში ჩამოვა ყველა, ვისაც „არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი“.

მას-რესლინგი ჭიდაობის სახეობაა, რომელიც სათავეს იაკუტიიდან იღებს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России