Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

"ქართულმა ოცნებამ" ნარკოდანაშაულის კანონი მიიღო

0

სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ნარკოდანაშაულის შესახებ, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები.

მკაცრდება სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით - მოქმედი კანონმდებლობით, ეს დანაშაული ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.სამიდან ექვს წლამდე დაისჯება კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით - კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა;კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად - კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.2025 წლის პირველი ივნისიდან მას, ვისაც დაუდასტურდება, რომ მოიხმარა ნარკოტიკი ან მას, ვინც თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოართმევენ ავტომობილის მართვის მოწმობას, ხუთი წლით აუკრძალავენ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას და ამავე ვადით ჩამოართმევენ იარაღის ტარების/ქონის უფლებას;თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს, გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში, მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება, პოლიციას 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს რვა საათისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ პატიმრობა.პატიმრობა შესაძლებელია აიცილონ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს პოლიციას ნარკოტიკებს.საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა „საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია“, რომლის თანახმად, რეფორმა „დესტრუქციულია“ და უნდა შეჩერდეს. ამასთან, „ადიქტოლოგთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ ინიციირებული რეფორმა „არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებასა და არ ემყარება პროფესიულ ცოდნას“.

„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ამსუბუქებდა. მიღებული კანონპროექტი მოიცავს ნორმებს „ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობაზეც“.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России