Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა 6 აგვისტომდე გააგრძელა

0

უკრაინაში კიდევ 90 დღით, 2025 წლის 6 აგვისტომდე გაგრძელდება საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. დღეს მოქმედი ვადა მაისში იწურება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს, ვერხოვნა რადას 15 აპრილს გაუგზავნა. პარლამენტში დღეს, 16 აპრილს გამართული კენჭისყრისას საომარი მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭირა 357-მა დეპუტატმა. ერთი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა 346 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელებაც.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“ ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. გონჩარენკომ მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ უკვე გაწვეულთა დემობილიზაცია დღემდე არ მომხდარა და ხელისუფლებას არც სამხედრო სამსახურის ვადა განუსაზღვრავს.

უკრაინის პარლამენტმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკვე მეთხუთმეტედ უყარა კენჭი საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.უკრაინას, რომელიც თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России