Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

ევროკავშირი 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციას

0

ევროკავშირი მოლდოვას გაუწევს 20 მილიონი ევროს დახმარებას მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციისთვის. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე არაერთხელ აღმოჩნდნენ.

ევროკავშირის მიერ 24 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად „ევროპული მშვიდობის ფონდიდან“(EPF) გამოყოფილი თანხა განკუთვნილია საჰაერო თავდაცვის მოკლე რადიუსის რაკეტებისა და გამშვები დანადგარების შესაძენად.

მანამდე, 7 აპრილს ევროკავშირმა დაამტკიცა ფონდიდან 40 მილიონი ევროს გამოყოფა მოლდოვის ქვეითი ჯარების მობილობის მხარდასაჭერად და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კონტროლის გასაძლიერებლად.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უსაფრთხოების სფეროში მოლდოვის უპირველესი პარტნიორია და დახმარება მიმართულია მშვიდობისა და ხალხის დასაცავად, არმიის მოდერნიზაციისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით.

კალასის ინფორმაციით, 2025 წელს მოლდოვა „ევროპული მშვიდობის ფონდიდან“ მიიღებს, საერთო ჯამში, 60 მილიონ ევროს, 2021 წლიდან გაწეული დახმარება კი თითქმის 200 მილიონს მიაღწევს.

ევროკავშირი წევრობის კანდიდატ მოლდოვას დახმარებას უწევს გასამკლავებლად იმ პრობლემებთან, რომლებსაც უკრაინის მეზობელი ქვეყანა აწყდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.

ევროკავშირის მიზანია რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე მოლდოვამ განიმტკიცოს მდგრადობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.

„ევროპული მშვიდობის ფონდი“ 2021 წლის მარტში შეიქმნა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მოლდოვამ ფონდიდან უკვე მიიღო დახმარების შვიდი პაკეტი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России