Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2025

ტრამპი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს, ეს „დიდი დათმობა“ იქნება

0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე დიდ ზეწოლას ახდენს. 24 აპრილს, თეთრ სახლში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ მისი მიზანი ომის დასრულებაა და იმედია, ამას მალე მიაღწევს.

რუსეთის მხრიდან დათმობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ტრამპის პასუხი იყო, რომ ეს არის მთელი ქვეყნის(უკრაინის) დაპყრობის შეჩერება, რაც „საკმაოდ დიდი დათმობაა“.

დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინამ ყირიმი 11 წლის წინ, უბრძოლველად დაკარგა ობამას პრეზიდენტობის დროს და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ყირიმის დაბრუნება კი რთული იქნება. რუსეთს ყირიმის გარდა, ნაწილობრივ დაპყრობილი აქვს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად შეხვედრები გრძელდება, მომდევნო დღეები მნიშვნელოვანი იქნება და რუსეთზე დიდ ზეწოლას ახდენს. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადებზე დასმულ შეკითხვას ტრამპმა უპასუხა, რომ მას საკუთარი ვადა აქვს.

დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული გეგმის პუნქტებს შორისაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დე-იურედ აღიარება აშშ-ის მხრიდან და უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России