Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2025

აქტივისტ უჩა ქემაშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

0

აქტივისტ უჩა ქემაშვილს მოსამართლე დავით თეთრაულმა ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ქემაშვილი პოლიციამ 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციიდან დის სახლისკენ მიმავალ გზაზე, ვარკეთილში, კორპუსთან დააკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. მუხლი ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

„ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია ზემოთ, რუს ოლიგარქთან. სასამართლო გვაქვს ქვეყანაში?! ბრძოლა გრძელდება, არცერთი ნაბიჯი უკან...“ - თქვა მან პატიმრობის შეფარდებამდე.

დაკავებამდე, აქციაზე ყოფნის დროს, უჩა ქემაშვილმა ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დროშა დაწვა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ის ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო დააკავა პოლიციამ.

„ქართული ოცნების“ დროშა არა, მე ვუწოდებ ძონძს, დავწვი... ამის შემდეგ ამედევნნენ და ვერის პოლიციამ დამაკავა ვარკეთილში“, - უთხრა ქემაშვილმა მაშინ „TV პირველს“.

ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია ნინი ქემაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, კორპუსიდან დაინახა, როგორ მიუახლოვდა მის ძმას 25-მდე ადამიანი - „რომ ჩავედი, პასუხიც არ გამცეს, რის გამო აკავებდნენ“.

პროტესტის ნიშნად, 27 მაისს პარლამენტის შენობის წინ ცეცხლი მანაც წაუკიდა „ქართული ოცნების“ დროშას.

უჩა ქემაშვილი საპროტესტო აქციების ხშირი მონაწილეა. ის 2024 წლის 15 აპრილსაც დააკავეს პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ის ცნობილია „უჩას სკვერით“ - გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მის მიერ გაკეთებული სივრცით, რომელიც 2014 წელს შექმნა და სადაც უფასო wi-fi-ს სთავაზობდა თანასოფლელებს. ბოლო პერიოდში მას ხშირად დაჰქონდა პროტესტის მონაწილეებისათვის ალუჩა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России