Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2025

“მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით“ - ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი მიიღო

0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს. ლავროვმა ოლეგ ბარციცს „წარმატებები უსურვა ახალ ასპარეზზე“ და ხაზი გაუსვა მის წვლილს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში. ბარციცი მანამდე მოსკოვში “აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის” თანამდებობას იკავებდა და “პრეზიდენტობის კანდიდატიც” იყო.

ლავროვის სიტყვებით, „რუსეთი და აფხაზეთი არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით”, რომლებიც “დღეს აყალიბებენ უსაფრთხოების და თავდაცვის საერთო სივრცეს”.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს “აფხაზური სოციალურ-ეკონომიკური საკანონმდებლო ბაზის რუსულთან” ჰარმონიზაციის პროცესი საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის.

ლავროვმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და “აფხაზეთის პრეზიდენტის“, ბადრა გუნბას ორგზის შეხვედრა, რომელზეც “სტრატეგიული დღის წესრიგი მოხაზეს” და რომლის “დეტალიზება მოხდება და განვითარდება”.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი გეგმები და დავალებები, ასევე ის, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, - აღნიშნა ლავროვმა.

თავის მხრივ, ბარციცმა მადლობა გადაუხადა ლავროვს „მხარეებს შორის“ ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის, ასევე „აფხაზეთის ინტერესების მხარდაჭერისთვის“.

„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გლობალური და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს. დღეს მას დამატებითი იმპულსი მიეცა“, - განაცხადა მან და ისაუბრა, კერძოდ, „მასშტაბური და ამბიციური პროექტების“, მათ შორის სოხუმის აეროპორტის გახსნისა და რკინიგზის აღდგენის განხორციელებაზე.

მისი სიტყვებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია „სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში ზოგადი კონტურის, უსაფრთხოების ზოგადი არქიტექტურის შენარჩუნება“.

„ჩვენ ვმუშაობთ, როგორც პარტნიორები, როგორც მოკავშირეები, გვესმის რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთქმედების ეს ასპექტები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ატარებს შეუქცევად, ინტენსიურ ხასიათს, დაფუძნებულს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ჭეშმარიტად მოკავშირე, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე“, - დასძინა მან.

საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России