Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2025

ოკუპირებულ აფხაზეთში ეძებენ გაქცეულ პატიმარს

0

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები 1990 წელს დაბადებული სერგეი კიმის ადგილსამყოფლის დასადგენად და დასაკავებლად. მას საპატიმროდან გაქცევის შემდეგ ეძებენ.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 19 ივნისს, გაგრის რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორიდან სოფელ დრანდაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას, სამი პატიმარი გაიქცა:

ბარციცი დმიტრი - ბრალდებული სხვისი ქონების ქურდობის მცდელობაში;აკოპიანი ალექსანდრ - ბრალდებული სხვისი ქონების ქურდობის მცდელობაში;კიმი სერგეი - ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით რეალიზაციის საქმეში.ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის", რობერტ კიუტის ბრძანებით, ოპერატიული დანაყოფების პერსონალი საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს.

„გატარებული ზომების შედეგად, იმავე დღეს დააკავეს მიმალვაში მყოფი ორი პირი - ბარციცი და აკოპიანი. კიმი კვლავ თავისუფალია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს თანამშრომლობისკენ.

ე.წ. შსს-მ პატიმრების გაქცევის შესახებ ცნობა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინფორმაცია Аиашара-ს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

გამოცემამ გუშინ კომენტარისთვის დე ფაქტო "გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს" მიმართა.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა ანონიმურმა არხმა „შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, ერთ-ერთი გაქცეულის ძებნა გამოაცხადა და მოუწოდა ყველას, ვისაც ის დაუნახავს ან იცის მისი ადგილსამყოფელი, გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგე დანაყოფში“.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России