Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გაერო: აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაში ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს

0
ვენესუელაზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმები და ამ ქვეყნის ლიდერის დაპატიმრება აშკარად „ძირი უთხრის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს“, განაცხადა 6 იანვარს გაერომ.

„სახელმწიფოები არ უნდა ემუქრებოდნენ და არ უნდა იყენებდნენ ძალას რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - განუცხადა ჟენევაში ჟურნალისტებს გაეროს უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ.


„და სწორედ ამას ვხედავთ“, - თქვა მან და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას „შეერთდნენ ერთ ხმად, ... რათა ნათლად განაცხადონ, რომ ეს არის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილ საერთაშორისო სამართალს“.

ამერიკელმა კომანდოსებმა, საჰაერო, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების მხარდაჭერით, საჰაერო თავდასხმების გზით, 3 იანვარს გამთენიისას" ძალის გამოყენებით დააკავეს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი.

მადურო 5 იანვარს ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგა. მან უარყო ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობა და ვაშინგტონის მიერ წაყენებული სხვა ბრალდებები. მადურო ამასთან, ამტკიცებს, რომ ის გაიტაცეს და ვენესუელის პრეზიდენტი დარჩა.


მადურო პრეზიდენტი 2013 წელს გახდა მას შემდეგ, რაც თანამდებობა გადაიბარა თავისი პოპულისტი წინამორბედის, უგო ჩავესისგან.
აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ მადურო ხელისუფლებაში დარჩენას არჩევნების გაყალბებით და ოპონენტების დაპატიმრებით ახერხებდა, რასაც ერთოდა გაბატონებული კორუფცია.

შამდასანის თქმით, გაეროს უფლებათა დაცვის ოფისი წლების განმავლობაში აქვეყნებდა ინფორმაციას ვენესუელაში „ვითარების გაუარესების“ შესახებ.

თუმცა, მან უარყო აშშ-ის მხრიდან ქმედებებისთვის თავი მართლება და თქვა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემა „ვერ მოხდება ცალმხრივი სამხედრო ჩარევით, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს“.

„ადამიანის უფლებების არგუმენტების გამოყენება ამ ტიპის სამხედრო ჩარევის გასამართლებლად მიუღებელია“, - თქვა მან და დასძინა, რომ შიშობს, რომ აშშ-ის ჩარევა „მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას“.

შამდასანიმ აღნიშნა, რომ ვენესუელის ხელისუფლების მიერ 3 იანვარს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სხვა ზომებთან ერთად ქონების ჩამორთმევის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და პროტესტის უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა.

„ეს სამხედრო ჩარევა... გარდა იმისა, რომ არ არის ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში გამარჯვება, აზიანებს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას, რაც ყველა ქვეყანას კიდევ უფრო ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“, - თქვა მან.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი პანამიდან მეთვალყურეობს ვითარებას ვენესუელაში მას მერე, რაც მისი თანამშრომლები ვენესუელიდან 2024 წლის დასაწყისში გააძევეს.

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს OCHA-ს ცნობით, ვენესუელაში თითქმის რვა მილიონ ადამიანს - მოსახლეობის მეოთხედს - ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებოდა აშშ-ის ოპერაციამდეც კი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს UNHCR-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 3 იანვრის შემდეგ მათ ჯერ კიდევ არ შეუმჩნევიათ მასობრივი იძულებით გადაადგილების ნიშნები.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России