Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ზელენსკი: საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიისგან ჯერ არ გვაქვს მკაფიო პასუხი უკრაინის დაცვის შესახებ

0

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად დარწმუნებულია, რომ ევროპელი მოკავშირეები დაიცავენ მის უსაფრთხოებას.

როგორც BBC იტყობინება, მას ასეთი შეკითხვა დაუსვეს: „თავის დროზე შარლ დე გოლმა თქვა: არ ვარ დარწმუნებული, რომ შტატები პარიზის დასაცავად მოვაო. და ბატონი ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პარიზი, ბერლინი და ლონდონი დაიცავენ უკრაინას რუსეთის მხრიდან ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში?“

ზელენსკის თქმით ამ შეკითხვაზე გადაჭრით პასუხის გაცემა ჯერჯერობით რთულია.

„ძალზე რთული შეკითხვაა, რომელზეც ძალიან მინდა, განსაკუთრებით მე, რომ მარტივი პასუხი მივიღოთ: დიახ, თუკი კვლავ იქნება აგრესია, ყველა პარტნიორი ძლიერ პასუხს გასცემს „რუსებს““ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა: „და მე სწორედ ასეთ შეკითხვას ვუსვამ ყველა ჩვენს პარტნიორს. და ჯერჯერობით არ მიმიღია მკაფიო, ცხადი პასუხი“.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ხედავს პარტნიორების პოლიტიკურ ნებას, ძლიერი გარანტიები მისცენ უკრაინას, „მაგრამ სანამ არ გვექნება უსაფრთხოების ასეთი გარანტიები - იურიდიული გარანტიები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ პარლამენტები, შეერთებული შტატების კონგრესი, - შეუძლებელი იქნება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა“.

6 იანვარს პარიზში გამართულ სამიტზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მოქმედებების შესახებ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ბრიტანული და ფრანგული ჯარების, სხვა ევროპელი მოკავშირეების ჯარებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

საფრანგეთის დედაქალაქში შეხვედრა ორგანიზებული იყო ე.წ. მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს კიევის მოკავშირე ქვეყნებს. მოლაპარაკებებს 35 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები დაესწრნენ.

არსებული ცნობით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შეთანხმდნენ უსაფრთხოების ძირითად გარანტიებზე, მათ შორის აშშ-ის ხელმძღვანელობით მონიტორინგის მექანიზმზე და ევროპულ მრავალეროვნულ ძალებზე, რომლებიც განლაგდება რუსეთის მიერ მეზობლის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России