Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ირანიდან ევაკუირებული არიან გაერთიანებული სამეფოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები - "პოლიტიკო"

0

“პოლიტიკოს” ინფორმაციით, ირანიდან ევაკუირებულია გაერთიანებული სამეფოს ელჩი და საელჩოს ყველა თანამშრომელი. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების საკითხს განიხილავს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის საელჩო თეირანში დროებით დაიკეტა და დისტანციურად იმუშავებს.

ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა “პოლიტიკოს” განუცხადა, რომ საელჩოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვითარების შეფასებისა და საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების პრიორიტიზაციის საფუძველზე.

ლონდონმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მალევე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა კატარში განთავსებული ალ უდეიდის საჰაერო ბაზიდან პერსონალის ნაწილის გაყვანა გადაწყვიტა. ეს არის აშშ-ის უმსხვილესი ბაზა შუა აღმოსავლეთში, რომელზეც ჩვეულებრივ 10 ათასი სამხედრო იმყოფება ხოლმე.

აშშ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც იცნობს ვითარებას, განაცხადა, რომ ბაზა დატოვა თვითმფრინავმაც. ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად როიტერსმა გაავრცელა.

„პოლიტიკოსთან“ საუბრისას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა შეაქო თეირანის „მამაცი დემონსტრანტები, განსაკუთრებით - ქალების საპროტესტოდ გამოსვლა, რომლებიც უზარმაზარ ზეწოლას განიცდიან ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

“ირანმა საჭიროა გაიგოს, რომ მთელი მსოფლიო ადევნებს მათ თვალს და ეს ძალადობა უნდა დაასრულონ”, - განაცხადა კუპერმა და თქვა ისიც, რომ ირანზე სამხედრო დარტყმებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებდა სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას. თუმცა, მან არ გამორიცხა აშშ-სთვის ბრიტანული რესურსების, მათ შორის - დარტყმების განსახორციელებლად საჰაერო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის მიცემა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России