Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა მანამდე ყარაბაღში დაკავებული ოთხი კაცი

0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა სომხეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც მანამდე მთიან ყარაბაღში დააკავეს და პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

„გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი, ვიგენ ეულჯექჩიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა ჰაკარის ხიდის გავლით სომხეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს და ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, - დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკის გვერდზე.

მოგვიანებით კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

„გევორგ სუჯიანს, დავით დავთიანს და ვიგენ ეულჯექჩიანს, წინასწარი შემოწმების თანახმად, ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებათ. ვაგიფ ხაჩატრიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინასწარი შეფასებით, დამაკმაყოფილებელია. ისინი ერევანში გადაჰყავთ“.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 22 დეკემბრის ღამეს, ხაჩატრიანი აზერბაიჯანის ციხიდან გულის გართულებებით, კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ გადაცემის პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის პრაქტიკული შედეგია.

სუჯიანი და დავთიანი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 11 ნოემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბაქომ მათ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის იარაღის უკანონო შენახვასა და ჯაშუშობაში.

ეულჯექჩიანი 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბერს დააკავეს. აზერბაიჯანი მას ტერორისტად მოიხსენიებდა.

ხაჩატრიანი აზერბაიჯანის უსაფრთხოების ძალებმა 2023 წლის ივლისის ბოლოს დააკავეს. ის წითელი ჯვრის წარმომადგენლების თანხლებით, ექიმის დანიშნულებით, ერევანში მიემგზავრებოდა გულის სასწრაფო ოპერაციისთვის ავტომობილით. შემდეგ ბაქომ განაცხადა, რომ ის იყო წევრი სომხური ძალებისა, რომლებმაც 1991 წლის 22 დეკემბერს ხოჯავენდის (სომხურად მარტუნიში) რაიონის სოფელ მეშალზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. მა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბაქოში ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან ყარაბაღში დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები, ასევე არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი ლიდერები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები ბაკო სააკიანი, არკადი ღუკასიანი და არაიკ ჰარუთუნიანი, ასევე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России