Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთის ვლადიმირის ოლქში დახურეს კოლონია, სადაც ნავალნი იხდიდა სასჯელს

0

რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვში მდებარე სასჯელაღსრულების მე-2 კოლონია დაიხურა.
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ იქ თითქმის წელიწად ნახევარი დაჰყო.
კოლონიის დახურვის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „ჩესნოკმა“ გაავრცელა.
ამ კოლონიაში მსჯავრდადებულების გაგზავნა 1996 წელს დაიწყო და მასში ათასამდე პატიმარი იყო ხოლმე მოთავსებული.

ნავალნი პოკროვის კოლონიაში 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე იმყოფებოდა. მან მას „მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი“ უწოდა. „მე ჯერ არ მინახავს ძალადობა, ან თუნდაც მასზე მინიშნება, თუმცა პატიმრების დაძაბული პოზებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც ყურადღებით დგანან და თავის მობრუნების ეშინიათ, ადვილად ვიჯერებ მრავალრიცხოვან ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ სცემდნენ აქ, პოკროვის სასჯელაღსრულების მე-2 კოლონიაში, ცოტა ხნის წინ ადამიანებს ხის ჩაქუჩებით ნახევრად სიკვდილამდე. ახლა მეთოდები შეიცვალა და, გულწრფელად რომ ვთქვა, არც კი მახსოვს ადგილი, სადაც ყველა ასე თავაზიანად და, გარკვეულწილად, ასე მეგობრულად საუბრობს“, - წერდა პოლიტიკოსი.

ნავალნის გარდა, პოკროვის კოლონიაში სასჯელს იხდიდნენ ყოფილი რეგიონული დეპუტატი ალექსეი გორინოვი, ნაციონალისტი დიმიტრი დემუშკინი და აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი.
2024 წლის დეკემბერში პოლიტიკოსის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა ფარული კამერით ჩაიწერეს ნავალნის შეხვედრები მის ადვოკატებთან.
BBC-ის რუსული სამსახურისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ 2021 წლის აგვისტოში უწყების ოპერატიულმა თანამშრომლებმა პოლიტიკოსის ადვოკატების მოსმენა დაიწყეს და სასამართლომ უკვე დაამტკიცა ნავალნის ყველა მოკლევადიანი ვიზიტის გადაღება და ჩაწერა 2021 წლის მაისში.
ნავალნი 2025 წელს, სხვადასხვა კოლონიებში ყოფნის შემდეგ, რუსეთის
ჩრდილოეთში, ხარპის კოლონიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ნავალნის ქვრივმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ მისი ქმარი მოწამლეს, რასაც უცხოეთის ლაბორატორიები ადასტურებენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России