Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ომის დასრულების გეგმის განსახილველად - ზელენსკი

0

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება რუსეთთან ომის დასრულების შესახებ აშშ-ის მიერ შემუშავებულ გეგმაზე შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.

უკრაინა მოკავშირეებისგან განმარტებებს ითხოვს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა სამომავლოდ უსაფრთხოების გარანტიებს გეგმის ფარგლებში, რაც, მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ხელახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

„უკრაინის დელეგაცია ახლა აშშ-ში მიემგზავრება. ვიმედოვნებთ, რომ მეტი სიცხადე იქნება როგორც ამერიკულ მხარესთან ერთად უკვე ეფექტურად მომზადებული დოკუმენტების, ასევე რუსეთის მიერ მიმდინარე დიპლომატიურ სამუშაოებზე რეაგირების შესახებ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზელენსკიმ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „თუ ყველაფერი საბოლოოდ იქნა შეთანხმებული და თუ აშშ-ს მხრიდან შეთანხმება მოხდა - რადგან ჩვენი მხრიდან, პრინციპში, მჯერა, რომ დავასრულეთ - მაშინ დავოსში შეხვედრაზე ხელმოწერა შესაძლებელი იქნება."
მომავალ კვირას შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია დაგეგმილი.

13 იანვრის ღამეს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 18 „ისკანდერ-М“ ბალისტიკური რაკეტით, С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით. გარდა ამისა, რუსეთმა გამოიყენა შვიდი „ისკანდერ-К“ რაკეტა, რომლებიც გაშვებული იყო რუსეთის ფედერაციის კურსკის და ბელგოროდის ოლქებიდან, ასევე 293 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის დაახლოებით 200 ერთეული დრონი.
როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რუსეთის ხელისუფლება რთულ კლიმატურ პირობებს - ყინვას, დიდთოვლობას - იყენებს იმისათვის, რათა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს კიევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ბოლო მასშტაბური იერიშიდან მეოთხე დღესაც კი, როცა ჰაერის ტემპერატურა -14 -12 გრადუსია, კიევის ბევრი უბანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России