Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ჩინეთმა და კანადამ ტარიფების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს

0

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ პეკინში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ ტარიფების შემცირების შესახებ მიღებული შეთანხმება გამოაცხადეს. ეს გადატვირთვის სიგნალად მიიჩნევა ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

კერნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, 1 მარტისთვის კანადურ რაფსის ზეთზე გადასახადებს 85%-დან 15%-მდე შეამცირებს, ხოლო ოტავა დათანხმდა ჩინური ელექტრომობილების ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნებისთვის დაწესებული განაკვეთით, 6,1%-ით, დაბეგვრას.

ელექტრომობილებზე და სხვა პროდუქტებზე კანადამ გასული წლის მარტში დაუწესა ჩინეთს მაღალი ტარიფები, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კვალდაკვალ. დასავლეთის მთავრობების განცხადებით, ჩინეთის სუბსიდიები მათ მრეწველობას უსამართლო უპირატესობას ანიჭებს. საპასუხოდ, ჩინეთმა თითქმის 100%-იანი ტარიფები დააწესა კანადის სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის.

დღეს მიღწეული შეთანხმება სერიოზული წინსვლაა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

სი ძინპინი ურთიერთობების „გადახედვას“ მიესალმა. თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს კანადის პრემიერ კერნისთვის, პირველი კანადელი ლიდერისთვის, რომელიც ჩინეთს თითქმის ათი წლის განმავლობაში ეწვია. კანადის ყოფილი პრემიერი ჯასტინ ტრუდო პეკინში 2017 წელს იმყოფებოდა.

როგორ კერნიმ უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, კანადისა და ჩინეთის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მეტად "პროგნოზირებადი" გახდა და ჩინეთთან მოლაპარაკებას ის "რეალისტურს" და "პატივსაცემს" უწოდებს.

ამასთან, მან მკაფიოდ მიანიშნა, თუ რას თვლის ოტავა პეკინთან ურთიერთობებში "წითელ ხაზებად" - ესენია ადამიანის უფლებები, არჩევნებში ჩარევის რისკი.

პოლიტიკის ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ კანადის პრემიერის ვიზიტი ჩინეთში შესაძლოა სამაგალითო გახდეს იმ ქვეყნების ლიდერებისთვის, რომლებიც ვაშინგტონის სატარიფო პოლიტიკის შედეგებს განიცდიან.

გასულ კვირაში ჩინეთში იმყოფებოდნენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და ირლანდიის პრემიერი. მოელიან, რომ პეკინში უახლოეს პერიოდში ჩავლენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული „გადასახადების“ შედეგად გამოწვეული გაურკვევლობის შემდეგ, კანადის პრემიერი ცდილობს კანადის ვაჭრობის დივერსიფიკაციას აშშ-სგან - ქვეყნის უდიდესი სავაჭრო პარტნიორისგან.

ჩინეთი კანადის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც 2024 წელს ორმხრივი სასაქონლო ვაჭრობის მოცულობამ 118 მილიარდ კანადურ დოლარს (85 მილიარდი დოლარი) გადააჭარბა.

ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ს, კანადის უახლოეს მოკავშირეს, რომელმაც 2024 წელს ოტავასთან 761 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლით ივაჭრა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России