Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

„საქმის მასალებს  ვირუსულად გავავრცელებ“, - დაკავებული არასრულწლოვნის დედა შიმშილობას აგრძელებს

0

მეორე დღეა, საქართველოს პროკურატურის შენობასთან შიმშილობას აგრძელებს მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე.

ის აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მის შვილს ბრალს არ მოუხსნიან. ჯერჯერობით მას პროკურატურიდან არავინ გამოხმაურებია.

ტვ "პირველთან" საუბარში მან განაცხადა, რომ გაასაჯაროებს საქმის მასალებს, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს და რომ პროკურორი გიორგი გვარაკიძე ამ ბრალს უკან წაიღებს:

„მე აქ მოვკვდები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იმ საქმეში დამნაშავეების დანაშაულიც იკვეთება და უდანაშაულოების უდანაშაულობაც. ყველა ბრალდებაზე გამოვაქვეყნებ პასუხს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებს დღეს ვირუსულად გავავრცელებ“, - აცხადებს სოფო ძნელაძე.

დემეტრე ჩიქოვანის დედის მტკიცებით, პროკურატურამ მის შვილს ბრალი „მოკლული მასწავლებლის დედის გასაჩუმებლად დაუმძიმა“.

მისი განცხადებით, 29 სექტემბერს, როცა დემეტრე მეგობრებს თემქაზე გაჰყვა, სადაც გიგა ავალიანი სასიკვდილოდ სცემეს, ვერაფრით ეცოდინებოდა რისთვის მიდიოდა იქ, რადგან „არავითარი გეგმა არ არსებოდა“, - ამბობს სოფო ძნელაძე და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

დემეტრე ჩიქოვანს ბრალი რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს დაუმძიმეს. აქამდე მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებული არასრულწლოვანებისთვის ბრალდების დამძიმება და საქმისთვის ჯგუფური დანაშაულის ჩადენის კვალიფიკაციის მინიჭება, მოკლული გიგა ავალიანის ოჯახის მოთხოვნაა. ამ მიზეზით ისინი პროკურატურასთან არაერთხელ შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის გადადგომაც მოითხოვეს.

გამოძიების თანახმად, გასული წლის 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.გიგა ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი.ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის“ (დემეტრე ჩიქოვანის დედის ცნობით, სწორედ ამ სამ მოზარდს დაუმძიმეს ბრალდება).შსს განაგრძობს გამოძიებას ცალკე გამოყოფილ საქმეზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России