Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პუტინმა აშშ-სგან "მშვიდობის საბჭოში" წევრობის მიწვევა მიიღო - პესკოვი

0

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია. ორგანიზაციის პირველი მიზანი, როგორც ადრე გახდა ცნობილი, ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია იქნება.

„ამჟამად ჩვენ ამ წინადადების ყველა დეტალს ვსწავლობთ. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციას შევძლებთ ყველა ნიუანსის გარკვევისთვის“, - ციტირებს პესკოვს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალშექმნილ "მშვიდობის საბჭოში" მუდმივი ადგილის მსურველ სახელმწიფოებს მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის გადახდა შესთავაზა. საბჭოს წესდების პროექტში, რომელიც Bloomberg-მა გააშუქა, ნათქვამია, რომ ტრამპი გადაწყვეტს, ვის მიიწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესასვლელად უკვე მიიწვია მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. Reuters-ის წყაროების ცნობით, მიწვევები მიიღეს ასევე საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის მმართველებმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლად მიიწვიეს.

16 იანვარს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის დამფუძნებელ-აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შევა შვიდი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.

ასევე შეიქმნება ღაზის სექტორის ცალკე აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 11 წევრისგან იქნება შედგენილი. მათ შორის არიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს საგანგებო კოორდინატორი სიგრიდ კააგი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რიმ ალ-ჰაშიმი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობა ისრაელთან შეთანხმებული არ ყოფილა და მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა საბჭოში ფიდანის ყოფნით იყოს გამოწვეული, რადგან ისრაელი ეწინააღმდეგება საბჭოს წევრებს შორის თურქეთის ყოფნას.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России